დაკავება სტრესულია, ხოლო პირველ საათებში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მთელ საქმეზე იმოქმედოს. ეს არის მთავარი ნაბიჯები, რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარი თავის ან ახლობლის დაცვაში.

1. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას

წინააღმდეგობის გაწევამ შეიძლება დამატებითი ბრალდება გამოიწვიოს. სთხოვეთ სამართალდამცავებს, აგიხსნან დაკავების საფუძველი.

2. ისარგებლეთ დუმილის უფლებით

ვალდებული არ ხართ, მისცეთ ჩვენება ან უპასუხოთ კითხვებს. თქვით, რომ ისაუბრებთ მხოლოდ ადვოკატის თანდასწრებით.

3. დაუყოვნებლივ მოითხოვეთ ადვოკატი

დაკავების მომენტიდან გაქვთ ადვოკატის უფლება. მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის გამოძახება და ნურაფერს მოაწერთ ხელს მასთან საუბრამდე.

4. ნუ მოაწერთ ხელს იმას, რაც არ გესმით

ყურადღებით წაიკითხეთ ყველა ოქმი. თუ რამე არასწორია ან აკლია, თქვენი შენიშვნა წერილობით ჩაწერეთ ოქმში.

5. შეატყობინეთ ოჯახს

მოითხოვეთ, რომ ახლობელს ეცნობოს თქვენი დაკავებისა და ადგილსამყოფლის შესახებ.

6. იცოდეთ ვადები

დაკავებული პირი სასამართლოს უნდა წარედგინოს დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. სასამართლო წყვეტს აღკვეთის ღონისძიების საკითხს, მაგალითად გირაოს ან პატიმრობას.

ეს გვერდი ზოგადი ინფორმაციაა და არ არის იურიდიული რჩევა თქვენს კონკრეტულ საქმეზე. თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი დააკავეს, დარეკეთ ახლავე: +995 551 07 18 03.

გჭირდებათ ადვოკატის დახმარება?

დაგვიკავშირდით, რათა განვიხილოთ, როგორ და რით შემიძლია დაგეხმაროთ?

დაჯავშნეთ კონსულტაცია